გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, იქამდე, სანამ სიტუაცია დასტაბილურდება, თურქეთის მიმართულებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
კვირიკაშვილის განმარტებით, თურქეთის მიმართულებით მგზავრობა მიზანშეწონილი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ სიტუაცია ჯერჯერობით არასტაბილურია.
“ჩვენ ვურჩევთ ჩვენს მოქალაქეებს, სანამ სიტუაცია დასტაბილურდება და დიდი იმედი მაქვს, საუბარია ძალიან მოკლე პერიოდზე, თავი შეიკავონ თურქეთის მიმართულებით მგზავრობისგან, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. თურქეთის მიმართულებით მგზავრობა მიზანშეწონილი არ არის გამომდინარე იქიდან, რომ სიტუაცია იქ ჯერჯერობით სტაბილური არ არის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
კომენტარები