შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარის განმარტებით, ზუგდიდში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან მისი შეხვედრის მიზანი, უსაფრთხოების კონტექსტში არჩევნების პირველი ტურიის შეფასება იყო. გახარიას ინფორმაციით, ეს მისი რიგითი შეხვედრა იყო და გარდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებისა, სხვა თემას არ ეხებოდა.
მისივე თქმით, აქედან სულ რამდენიმე კილომეტრშია დროებითი გამყოფი ხაზი, რაც დამატებით რისკებს აჩენს და სენსიტიურობას სძენს უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარების საკითხს. „ჩემი მიზანი არის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, უსაფრთხოების მიზნით გავიგო რა ხდება რეგიონში. მოგეხსენებათ, რომ შსს უზრუნველყოფს მშვიდ და უსფართხო გარემოს არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ ეს შევძელით, როგორც პირველ ტურში და შევძლებთ მეორე ტურშიც. ეს იყო ჩემთვის ერთი რიგითი სამუშაო შეხვედრა, ასეთ დღეებს მე ვატარებ ხან ბათუმში, ხან ოზურგეთში ხან თელავში და ასე შემდეგ. ჩემი მიზანი იყო შემეჯამებინა, როგორ ჩატარდა არჩევნები უსაფრთხოების კონტექსტში და რა უნდა გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ჩვენი მუშაობის ხარისხი მოქალაქეების უსაფრთხოების და მშვიდობიან გარემოში არჩევნების ჩატარების კონტექსტში უფრო ამაღლდეს. გამგებლებთან მეტწილად ვისაუბრე, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები უსაფრთხიოების კონტექსტში და როგორ ჩავატაროთ მეორე ტური. მოგეხსნებათ, აქედან სულ რამდენიმე კილომეტრშია დროებითი გამყოფი ხაზი, რაც დამატებით რისკებს აჩენს და სენსიტიურობას სძენს უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარების საკითხს და ჩვენ ამას განსაკუთებულ ყურადღებას ვაქცევთ“, – აღნიშნა გახარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თითქმის მთელი დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავდა.