მთავარ პროკურატურაში ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი 13.30 საათზე გაიმართება.
ამასთან, როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ ფარცხალაძეს უკვე შეუფარდა 5 000-ლარიანი გირაო.
ფარცხალაძისთვის 5.000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა თავად პროკურატურამ დააყენა, რაც მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა.
მათივე განმარტებით, პროცესი გუშინ 20.00 საათზე გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ პროცესის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის ცნობილი არ იყო.
კომენტარები