ფინანსთა სამინისტრომ და შსს-მ ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 8 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სპეციალური კომპლექსური, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანის ორი მოქალაქე: 1982 წელს დაბადებული მ.მ. და 1985 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.
სამართალდამცველებმა მ.მ.-ს 350 გრამი, ხოლო მ.ა.-ს 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერებისას აღმოუჩინეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.