ვიცე-პრემიერი, გიორგი გახარია გუშინ გავრცელებულ 2008 წლის ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ სამხედრო მოქმედებები საქართველომ დაიწყო, გახარია აცხადებს, რომ მას ეს ვიდეო არ უნახავს, მსგავსი მოვლენები კი წინასაარჩევნო უხერხულობას ქმნის.
“არ მინახავს რაზე საუბრობთ. თუ ვინმეს უხერხულობას უქმნის, ადექით და გაუშვით სრული ჩანაწერი. წინასაარჩევნო ფონი იქმნება სხვა რაღაცეებით, როცა ჩვეულებრივი ინსტიტუტების ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება გადადის პოლიტიკურ განყოფილებაში და ყველაფერს ეძლევა პოლიტიკური კონტექსტი. ეს ქმნის წინასაარჩვნო უხერხულობას და არა ის რომ ვიღაცამ რაღაც ვიდეო გაუშვა, თუნდაც ამოგლეჯილად”, – განაცხადა გახარიამ.
კომენტარები