ნიცაში მომხდარში ბრალდებულმა, წარმოშობით ტუნისელმა, 31 წლის მოჰამედ ბულელმა ტერაქტამდე ოჯახს 100 ათასი ევრო და ფოტოები გაუგზავნა. ამის შესახებ Daily Mirror წერს.
ბულელის ძმის განცხადებით, მოჰამედი მათ ტუნისში რეგულარულად უგზავნიდა თანხას, თუმცა, ტერაქტამდე მათ განსაკუთრებით სოლიდური თანხა მიიღეს.
ასევე, მედიის ცნობით, ბულელის მეზობლები აცხადებენ, რომ ის რეგულარულად სტუმრობდა ფიტნესცენტრს, სადაც სალსას ცეკვას ასწავლიან. ყვებიან, რომ ის სვამდა და რელიგიაზე არასოდეს საუბრობდა.
კომენტარები