ცნობილი გახდა, რომ 28 ნოემბერი, ოთხშაბათი დღე, რა დროსაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება, უქმე დღედ ცხადდება.
ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა მის ფარგლებს გარეთ არ ვრცელდება, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლისთვის, კენჭისყრის დრო ღამის 12 საათამდე გაგრძელდება.
ამასთან, ავღანეთში, ორ უბანზე პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 26 ნოემბერს გაიმართება.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ცესკოს სხდომაზე მიიღეს.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა.
კომენტარები