მე ვიქნები თქვენს გვერდით და პირველივე დღიდან თქვენი ინტერესების დამცველი საპრეზიდენტო რანგში, როგორც ვიყავი საპარლამენტო ტრიბუნიდან – ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქართულ დიასპორას მიმართავს. სალომე ზურაბაშვილი ვიდეომიმართვაში დიასპორულ საკითხებთან მიმართებაში მისეულ ხედვას წარმოადგენს.
“მოგესალმებით, მოგმართავთ თქვენ, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს. მოგმართავთ როგორც მე თვითონ ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი ქართველი როგორც სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქე, და ბოლოს როგორ თქვენი მომავალი პრეზიდენტი. მე ვიქნები თქვენს გვერდით და პირველივე დღიდან თქვენი ინტერესების დამცველი საპრეზიდენტო რანგში, როგორც ვიყავი საპარლამენტო ტრიბუნიდან. თქვენ იცით რომ 5 წლის წინ დავიწყეთ მე და სხვა ემიგრანტებმა ბრძოლა იმისათვის რომ შეცვლილიყო კონსტიტუციას და კანონმდებლობაც რომელიც ორმაგ მოქალაქეობას გვიკრძალავდა. ეს ბრძოლა შედეგიანად დასრულდა დღეს უკვე კონსტიტუცია შეცვლილია. მინდა გაგიზიაროთ ჩემი ხედვა დიასპორულ საკითხებთან მიმართებაში. პირველ რიგში ის რომ საზღვრებს გარეთ დროებით თუ მეტი ხნით, ლეგალურად თუ არალეგალურად მყოფი თანამემამულეები წარმოადგენენ ჩვენი მოსახლეობის ერთ მეოთხედ თუ არა ერთ მესამედს. უცხოეთში მაცხოვრებელი თუ დაბადებული ბავშვები 200 ათასს. ეს წარმოადგენს ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას და ჩვენ წინ დგას საკითხი თუ როგორ შეიქმნას თქვენი დაბრუნების ღირსეული პირობები და შესაბამისად, როგორ გაძლიერდეს დღესვე თქვენთან კავშირები. კავშირი ნიშნავს პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის ენის და კულტურის შენარჩუნებას. ეს მოითხოვს გაძლიერებას ყველა იმ ინსტრმუნეტების რომელიც ამას ემსახურება ანუ საკვირაო სკოლები დისტანციური სწავლება, საზაფხულო ბანაკები, სტაჟირების საშუალებები, გაცვლითი პროგრამები. ამ ყველა ინსტრუმენტის გაძლიერებაზე იზრუნებს პრეზიდენტიც და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. კავშირი უნდა ასევე უნდა გამოიხატებოდეს პოლიტიკურ ჩართულობაში. საკმაოდ დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ დაახლოებით მილიონ ნახევარი ემიგრანტიდან მხოლოდ 45 ათასი თუ არის დარეგისტრირებული და მათ შორი ძალიან პატარა პროცენტმა მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა ეს ციფრები იმისი მანიშნებელია რომ არსებობს ერთგვარი გულგრილობა ქვეყნის შიგნით მოვლენების განვითარების მიმართ და საჭიროა გაძლიერდეს თქვენი პოლიტიკურ ჩართულობა. კავშირი ასევე ნიშნავს ეკონომიურ კავშირს,ბ დღეს არსებობს ერთი ძლიერი კავშირი – თქვენი ტრანსფერები ეხმარება თქვენს ოჯახებს და სახელმწიფოს მაგრამ ასევე საჭიროა ეკონომიური კავშირების სხვა ფორმებიც გაჩნდეს და მოგეცეთ საშუალება იმისი რომ ჩაერთოთ ქვეყნის განვითარებაში, ეკონომიკაში თქვენი თუნდაც მცირე ინვესტიციების სახით. ბევრი ინიციატივა შეიძლება იყოს მიღებული სახელმწიფოსგან რომელშიც პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი დიასპორას – ვიქნები თქვენი ინტერესების დამცველი პრეზიდენტის რანგშიც
2018/11/15 18:36:08
კომენტარები
ნანახია: 712 ჯერ