აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა ახალი წლის შემდეგ ირანზე სამხედრო დარტყმების ბრძანება გასცეს, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. მან თეირანთან მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს უაზრო უწოდა.
Fox News-ი აღნიშნავს, რომ ტრამპმა ირანელი მომლაპარაკებლები პროცესის გაჭიანურებასა და აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შემდეგ მტრობის ესკალაციის გაგრძელებაში დაადანაშაულა.
„ისინი მუდმივად ყბედობენ, მეტს არაფერს აკეთებენ, გარდა ყბედობისა“, – აღნიშნა ტრამპმა.
კომენტარები
