საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთსი ილია დარჩიაშვილი, სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, საინტერესო სტატუსს აქვეყნებს;
“მეგობრებო,
ქართველი ემიგრანტის, გიორგი (Jerzy) ცერცვაძე-ვარდისიანის გადაწყვეტილებით, რომელიც ამჟამად 88 წლის ასაკში ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს/ქართველებს საჩუქრად გადმოგვეცა, მისი მამის (პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცერი) დანატოვარი, მე-18 საუკუნის ფრანგი კარტოგრაფის, გიიომ (გილიომ) დელილის მიერ იმ დროის ყველაზე სრულყოფილი კავკასიის რუკა, რომელიც შედგენილია სულხან-საბა ორბელიანის მიერ 1713-1716 წლებში, ლუდოვიკო XIV-ის სამეფო კარზე ჩატანილი მონაცემების საფუძველზე.
მქონდა პატივი საქართველოს სახელით მიმეღო დოკუმენტი, რომელიც სულ მალე საქართველოს ეროვნულ არქივში დაიდებს ბინას.” წერს ილია დარჩიაშვილი.



