„ცვლილებები საჭიროა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დანაშაულით დამძიმებული წარსული და არა ცვლილება“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ტალიაშვილმა სტუმრად მერაბ მეტრეველთან გადაცემაში „ბარიერი“.
„მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლებას ოპონენტები „უნიათოს“ ეძახიან, ევროპის ქვეყნები საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ საუბრობენ. მნიშვნელოვანი ზრდა-განვითარება საქართველოში ნამდვილად არის, მაგრამ ჩვენ ვაღიარებთ და ვამბობთ იმასაც, რომ ეს არ არის საკმარისი და ცვლილებები ნამდვილად აუცილებელია, მაგრამ ეს ცვლილებები არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, არა საბჭოურ და ფაშისტური გადახრების მქონე ძალასთან ერთად, რომელმაც ჩაატარა 7 ნოემბერი, რომელმაც ევროპა და მთელი მსოფლიო გააოცა წამების ახალი ინოვაციური მეთოდებით, გადაავსო ციხეები და ამ ციხეებში ხოცავდა ადამიანებს,“ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.