გადაწყვეტილება, რომელიც ვფიქრობ, ისტორიულია, მიღებულია, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ახალ წელს საქართველოს 600 000-ზე მეტი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება.
„ჯერ კიდევ აგვისტოში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აანონსებდა, რომ შემოდგომა იყო ვადა, როცა ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ეს გადაწყვეტილება, რომელიც, ვფიქრობ, ისტორიულია, მიღებულია. 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩამოეწერება ვალი. საუბარია იმ ადამიანებზე, ვისაც 2000-ზე ნაკლები ძირი ჰქონდა და შემდეგ გაუპრობლემდა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც გაუპრობლემდათ მას შემდეგ, რაც 2000-ზე ნაკლები თანხა დარჩათ გადასახდელი. ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჭარბვალიანობის აღმოფხვრის საქმეში და ახალ წელს 600 000-ზე მეტი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება“, – განაცხადა მდინარაძემ.