„ისრაელიდან ჩამოსული პიარსპეციალისტის თაობაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ანტისემიტურია, რომელიც ქართველებისა და ებრაელების 26-საუკუნოვან ურთიერთობას შეურაცხყოფას აყენებს“ – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკშვილისგან მსგავსი სამარცხვინო განცხადებები პირველი შემთხვევა არ არის.
„როგორც ადრე, ასევე ბოლო პერიოდში, მისი მხრიდან ასეთი სახის მარგალიტები ხშირად ისმის. ეს ძალიან დიდი სირცხვილია და მგონია, რომ ვინც მის მხარდამჭერებს წარმოადგენს, მკვეთრი განცხადებები უნდა გააკეთოს და განმარტოს, ასეთი გამონათქვამები რას ნიშნავს, რაც ანტისემიტური და შეურაცხმყოფელია. ეს ყველაფერი ელემენტარულ სტანდარტებსა და ნორმებს ეწინააღმდეება. ასეთ საკითხებზე დუმილი და სიჩუმე თანამონაწლეობაა მსგავსი გამონათქვამების შინაარსობრივი თვალსაზრისით“, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის შესახებ ისაუბრა და მას ებრაელი აფერისტი უწოდა.
ეკა ბესელია – ეს ძალიან დიდი სირცხვილია
2018/11/19 19:08:33
კომენტარები
ნანახია: 1072 ჯერ