ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ერთი წლის წინ ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის მეუღლე, თამარ ხელაია აცხადებს, რომ საზოგადოების სინდისზეა, როცა არ ახსოვთ საკუთარი გმირის გვარი.
„გულში გარკვეული ხინჯი მაქვს“, – განმარტა ხელაიამ გადაცემაში „იმედი Live“-ში. ის მადლობას უხდის საზოგადოების დანარჩენ ნაწილს, ვინც მის დაღუპული მეუღლის გმირობას არ ივიწყებს.
2017 წლის 22 ნოემბერს სპეცოპერაცია თითქმის 20 საათს გაგრძელდა. ორმხრივი სროლა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე წევრის ლიკვიდაციით დასრულდა.
ჯგუფის მეთაურმა, აჰმედ ჩატაევმა კი, გამოძიების ინფორმაციით, თავი აიფეთქა. დაიჭრა 4 სამართალდამცველი.
დაიღუპა სპეცრაზმის თანამშრომელი 41 წლის ივანე გოლოშვილი.
კომენტარები