თბილისში, რესტორან „მეიდანთან“ ცეცხლსასროლი იარაღით, ორი მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
კომენტარები