ონში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე დაკავებულ კ.ი.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ნოდარ ბურდილაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ კ.ი-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით გრძელდება. წარდგენილი ბრალდების დადასტურების შემთხვევაში კ.ი.-ს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კომენტარები