წუხელ გვიან ღამით, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზეზე, მკვლელობა მოხდა. მოკლული 45 წლის ქალია. მომხდარ ფაქტზე შსს-მერთი პირი დააკავა.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ვაკე-საბურთალოს სამმართველოების თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული გ.ხ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ სახლში, ამავე მისამართზე მცხოვრებ ბინის მფლობელს -1973 წელს დაბადებულ ს.ა.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ გ.ხ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის და სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.