„სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, 57-58 %-ით მოიგოს არჩევნები“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.
„მნიშვნელოვანია ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება, თუ როგორ საქართველოში გვინდა ცხოვრება. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ რევანში განახორციელონ, ქვეყანაში მოაწყონ დაპირისპირებები და ადამიანებს წაართვან ქონებები… 2012 წლიდან ჩართული ვარ საარჩევნო კამპანიებში და ვგრძნობ, თუ როგორი სიტუაციაა, სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა 57-58 %-ით მოიგოს არჩევნები”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კომენტარები