18 წლის გოგოს, რომელიც ავტომანქანით ლისის ტბაზე წლინახევრის ბავშვს დაეჯახა, ბრალი წარუდგინეს.
არსებული ინფორმაციით, ლისის ტბაზე ავტოავარია ორი დღის წინ მოხდა. წლინახევრის ბავშვი და-ძმასთან და მამასთან ერთად ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ბორდიულზე სეირნობდა, რა დროსაც მას ავტომანქანა დაეჯახა.
როგორც “კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ავტომანქანის მძღოლს ბრალი 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ედება, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
კომენტარები