თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ობგაიძე, სოციალურ ქსელში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
“რა ხდება ახლა: ახლა, ის საერთაშორისო მაწანწალა მოუწოდებს იმ 40% ვაშაძის მომხრეებს რომ მასობრივი დაუმორჩილებლობის აქციები დაიწყონ, უფრო მეტიც-პოლიციას და ჯარს მოუწოდებს ბუნტისკენ. მოდი გავშიფროთ ეს ნათქვამი: ეს არის სახელმწიფო გადატრიალებისკენ და სამოქალაქო ომისკენ მოწოდება და სხვა არაფერი. ე.ი. ჩვენ მუდმივად ერთმანეთს სამოქალაქო ომში უნდა ვიწვევდეთ ყოველი არჩევნების შემდეგ. არჩევნები ჭადრაკი არ არის ყაიმით დამთავრდეს. ერთი აგებს და მეორე იგებს, და ის მეორე შემდეგ არჩევნებამდე თმენის ვალდებულებით უნდა აღიჭურვოს ისევ და ისევ თავისი თანამოქალაქეების არჩევანის პატივისცემის გამო. ამას დ ე მ ო კ რ ა ტ ი ა ს ა ც უწოდებენ ხანდახან. მაგრამ ეჭვი მეპარება იმ მართლაც სერიოზულად დაავადებულმა ეს გაიგოს.” – წერს ობგაიძე.
