კორცხელის სკანდალური დაპირისპირების მონაწილეები მილანსა და ნიუ იორკში მოგზაურობენ. გიგა ტყემალაძეს და ნოშრევან წურწუმიას სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა. როგორც გაირკვა, პროკურატურას ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებულებისთვის ქვეყნიდან გასვლაზე შეზღუდვების დაწესება არ მოუთხოვია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს მათ მიერ საზღვრის გადაკვეთაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა სატელეფონო საუბარში, ძალოვანი უწყების წარმომადგენლების განმარტებით, ბრალდებულებს არასაპატიმრო ღონისძიება აქვთ შეფარდებული, რაც მათ გადაადგილებაში ხელს არ უშლის. მთავარი პირობა, ამ შემთხვევაში გამოძიების მოთხოვნისთანავე უწყებაში გამოცხადებაა.
კორცხელის ინციდენტის მონაწილეების შესახებ დღეს ჟურნალისტების კითხვებს პრემიერმინისტრმა არ უპასუხა.
გამოძიების ობიექტურად ჩატარების იმედი არ აქვთ ოპოზიციაში.
www.rustavi2.com