საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2018 წელს განხორციელდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ვეჯინის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის (VII საუკუნე) რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები.
შესრულებული სამუშაოების შედეგად არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ ეკლესიის ტერიტორია გაიწმინდა მცენარეებისაგან,გასუფთავდა სამშენებლო ნაგვისგან, გამაგრდა საძირკველი, ხელახლა მოეწყო კარნიზები შირიმის ქვით, გადაეწყო სუსტი და გამოქარული ნაწილები, აღდგა საპირე წყობა, აღდგა კონქი და კამარა შერჩეული რიყის ქვით, სახურავზე დაიგო ღარიანი კრამიტი, მოეწყო იატაკი ქართული აგურით.
კომენტარები
