დონალდ ტრამპს და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის გასული კვირის ბოლოს სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სატელეფონო საუბრის მთავარი თემა ირანი იყო. ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც ისრაელს და აშშ-ს შორის უთანხმოება არსებობს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ომის განახლების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
სატელეფონო საუბრის დეტალების მცოდნე წყაროების თანახმად, ეს იყო განსაკუთრებით რთული და მწვავე საუბარი; ერთ-ერთმა წყარომ მას „ჯოჯოხეთური ყვირილიც“ კი უწოდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის აპარატი კატეგორიულად უარყოფს ამგვარ შეფასებებს და აცხადებს, რომ საუბარი სულაც არ ყოფილა რთული.
„ყალბი ამბები, სრული სისულელეა“, – ნათქვამია ნეთანიაჰუს აპარატის საპასუხო განცხადებაში.
ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმაც დაადასტურა, რომ საუბარი შედგა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის „სულაც არ ყოფილა რთული“.
