შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ზურაბ ა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, ზურაბ ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „სმიტ ვესონის“ ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი, „მაკაროვის“ სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 2 მჭიდი და 38 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
2016/07/25 10:41:34
ნანახია: 1755 ჯერ