უცნობმა მამაკაცმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა და ხუთი სამხედრო მოკლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შემთხვევა უკრაინის ეროვნული პოლიციაშიც დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებული არ არის. წინასწარი ინფორმაციით, ის მომხდარის შემდეგ მიიმალა.
კომენტარები
