ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად, დედა-შვილი მოიწამლა. შემთხვევა რუსთავში, ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა. სავარაუდოდ, საცხოვრებელ სახლში ნამწვის დაგროვება წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.
დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
კომენტარები