ქუთაისში მეან-გინეკოლოგი შალვა თვალავაძე დააკავეს. მას ბრალი ნარკოდანაშაულისთვის წარუდგინეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას 5 ცალი ნარკოტიკული საშუალება “მორფინის” შემცველი ამპულა ამოიღეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.
იმედინიუსი
კომენტარები