განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე აიჰან მერჯანი დააკავა.
„გამოძიების მიერ დადგინდა, რომ ბრალდებულს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე აიჰან მერჯანს, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის’’ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლის სავარძლის ქვეშ მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით, უმაღლესი სინჯის ოქროსგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები შემოჰქონდა. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას დააკავა“, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე თქმით, დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.