საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თურქეთის ქალაქ ანტალიაში მომხდარ ინციდენტს საგანგებო განცხადებით ეხმაურება, სადაც 5 ქართველი ფეხბურთელი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ ქართულ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობისათვის დააკავეს ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის – ცხინვალის ფეხბურთელები.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია – ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, მოუწოდებს საფეხბურთო კლუბ ცხინვალს, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი ზომები კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გმობს ყველა იმ ქმედებას, რომელიც ჩადენილია კანონსაწინააღმდეგოდ და ნეგატიურად აისახება არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ქვეყნის რეპუტაციაზე”, – ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ანტალიაში 5 ქართველი ფეხბურთელის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს
2019/02/22 13:30:44

ნანახია: 742 ჯერ