შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეს, 22 თებერვალს, 12:00 საათიდან 07:00 საათამდე თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, N24-დან N50-მდე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია.
შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებებით:
– გურამ რჩეულიშვილის ქუჩიდან მომავალი ნაკადი იმოძრავებს იაკობ გოგებაშვილის ქუჩის N50-დან აკაკი შანიძის ქუჩის გავლით პეტრე მელიქიშვილის გამზირზე;
– ვასილ პეტრიაშვილის ქუჩიდან ამომსვლელი ნაკადი იმოძრავებს იაკობ გოგებაშვილის N50-დან გურამ რჩეულიშვილის ქუჩაზე;
– თამარ ჭოველიძის ქუჩიდან ამომსვლელი ტრანსპორტის ნაკადი იმოძრავებს გოგებაშვილის ქუჩის N22-დან კოტე მაყაშვილის და ვასილ ბარნოვის ქუჩების, ასევე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით. კოტე მაყაშვილის ქუჩიდან კი – პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩისკენ.
