სკოლის მოსწავლეებისთვის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება -წერს ,,ინტერპრესნიუსი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე დაყრდნობით.
საგაზაფხულო არდადეგები ერთი კვირის განმავლობაში, 8-დან 15 მარტის ჩათვლით არის დაგეგმილი, მაგრამ რადგან 16 მარტი შაბათია, სასწავლო პროცესი18 მარტს განახლდება.
მოსწავლეებს დასვენება აპრილის თვეშიც 4 დღის განმავლობაში შეეძლებათ. ტრადიციულად უქმე იქნება წითელი პარასკევი და აღდგომის მომდევნო ორშაბათი, შესაბამისად, მოსწავლეები 26-დან 29 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.
რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება. პატარები მხოლოდ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ უქმე დღეებში დაისვენებენ, ანუ 26-დან 29 აპრილის ჩათვლით პერიოდში.
კომენტარები