ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში მივიდა. გვენეტაძე საკანონმდებლო ორგანოში მისვლის მიზეზებს და გუშინ გავრცელებულ განცხადებას განმარტავს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, განცხადებაში არ იყო ნათქვამი, რომ ის საკანონმდებლო ორგანოში არ მივიდოდა.
მისივე თქმით, ნათქვამი იყო, რომ არ მიიჩნევდა კომიტეტის სხდომაზე “თიბისი” ბანკის საკითხის განხილვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.
„არ დაგეთანხმებით, რომ მე არ ვაპირებდი, ამ სხდომაზე მონაწილეობის მიღებას. არსად არ თქმულა ეროვნული ბანკის განცხადებაში. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ. ჩვენ მივაწოდეთ არგუმენტირებული მოსაზრება, თუ რატომ ვთვლიდით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განხილვა პარლამენტის კომიტეტზე არ იყო მიზანშეწონილი. ასევე მივაწოდეთ არგუმენტირებული პოზიცია, რომ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ ამ საკითხზე ვისაუბროთ. როგორც ჩანს კომიტეტმა არ გაითვალისწინა ეს მოსაზრება. სხდომა ისევ ჩანიშნულია, მე მოვედი სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად,“ – ეს განაცხადა კობა გვენეტაძემ.