„ამ ეტაპზე, მე ვთვლი, რომ TBC ბანკის და სების ერთობლივი განცხადების შემდეგ, TBC ბანკთან დაკავშირებული საკითხი არის დასრულებული,“- ეს განცხადება, ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ გააკეთა.
ბიზნესომბუდსმენი ამბობს, რომ არსებულმა პროცესმა ხელი არ უნდა შეუშალოს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას. ამიტომ მის მნიშვნელობაზე საუბარი და კომუნიკაცია ინვესტორებთან ევალება საახელმწიფოს.
„დღეს საკითხი რჩება, როგორც ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძის და როგორც ბიზნესმენი ბადრი ჯაფარიძესთან მიმართებაში და მათთან დაკავშირებული საქმეები და ასევე თუ კითხვები არსებობს ანაკლიის პორტთან მიმართებაში – ამ მიმართულებით, თუმცა აქ მე ვთვლი, რომ სახელმწიფოს დეკლარირებული აქვს და კიდევ ბევრჯერ უნდა გაუსვას ხაზი ანაკლიის პორტის მნიშვნელობას, რომ ის ასრულებს ყველა ვალდებულებას, რაც მას ევალება და ეს კომუნიკაცია განახორციელოს ყველა ინვესტორთან, რადგანაც ამ პროცესმა ხელი არ შეუშალოს მთლიანად მათ განწყობებს ანაკლიის პორტის განხორციელებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.