იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს რომელიმე დავა ფიზიკური პირებიდან, ეს დავები გადაწყდება სასამართლოს მეშვეობით. ეროვნული ბანკის ფუნქციაა, შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც მას აკისრია, – ამ სიტყვებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას და სხვა დეპუტატებს მიმართა.
კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ „თი ბი სი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის პარლამენტში განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
„იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს რომელიმე დავა ფიზიკური პირებიდან, ეს დავები გადაწყდება სასამართლოს მეშვეობით. ეროვნული ბანკის ფუნქციაა, შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც მას აკისრია. თუ არ შეასრულებს მათ, ეს ცუდი იქნება, როგორც ბანკისთვის, ასევე საფინანსო სექტორისთვის. ჩემი, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობაა გითხრათ, რომ ასეთი სახის განხილვები ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ საზედამხედველო ფუნქციებთან დაკავშირებით, არ არის მართებული, რადგან ეს გამოიწვევს მოწყვლადობის შექმნას მთლიანად ფინანსურ სექტორში. მე მაქვს ყველა ინფორმაცია იმისთვის, რომ ვისაუბრო ამ საკითხზე, რომლებსაც აქვთ მეტი ტექნიკური ინფორმაცია ამ საკითხზე, მაგრამ ბატონო თავმჯდომარევ, პატივცემულო პარლამენტარებო, ვფიქრობ, ამ საკითხის განხილვა ასეთ სიტუაციაში არ არის მართებული“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
კობა გვენეტაძე – ეროვნული ბანკის ფუნქციაა, შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც მას აკისრია
2019/02/26 14:11:28

კომენტარები
ნანახია: 529 ჯერ