დღემდე ჩვენ ვერ მოვისმინეთ ჯერჯერობით ვერც ერთი მოსამართლის განცხადება, თუ რა ტიპის, სად, ვის მიერ, რამდენჯერ დარა მიზნით ხორციელდება ე.წ. ზეწოლები, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„მიხარია და მივესალმები იმ ფაქტს, რომ მოსამართლეებმა მიიღეს შესაბამისი ზომები, მათ გაუჩნდათ დროც, იმისთვის, რომ პროკურატურასთან პირდაპირი კავშირი დაამყარონ, საგამოძიებო ორგანოებს მისცენ საშაულება, მიიღონ ინფორმაცია, რომელზეც სავარაუდო ზეწოლის სახით საუბრობს ბატონი გიორგი პაპუაშვილი. დღემდე ჩვენ ვერ მოვისმინეთ ჯერჯერობით ვერც ერთი მოსამართლის განცხადება, თუ რა ტიპის, სად, ვის მიერ, რამდენჯერ დარა მიზნით ხორციელდება ე.წ. ზეწოლები“,– განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გიორგი პაპუაშვილიც, მისი კოლეგების მსგავსად, მივა პროკურატურაში.
“დიდი იმედი მაქვს, გიორგი პაპუაშილიც, მისი კოლეგების მსგავსად, მივა საგამოძიებო ორგანოში, რადგან როგორც ჩანს ის არის ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი ადამიანი, ვინც უნდა ფლობდეს იმ ინფორმაციას, რომელზეც საჯარო განცხადებებს აკეთებს“,– განაცხადა თეა წულუკიანმა.