მთავარ პროკურატურაში პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის კიდევ ერთი მეგობარი, თორნიკე კაჭარავა მივიდა.
პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში თორნიკე კაჭარავაც მოწმის სახით გამოსაკითხად არის დაბარებული, რომელსაც კომენტარი უწყებაში შესვლამდე არ გაუკეთებია.
როგორც ცნობილია, უკვე 2 საათზე მეტია მთავარ პროკურატურაში პრეზიდენტის სიძის კიდევ ერთი მეგობრის, მიხეილ თათარაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. უწყებამ აღნიშნულ საქმეზე გუშინ თავად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური გამოკითხა. რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ მინდია გოგოჭურმა პროკურატურა უკომენტაროდ დატოვა.
კომენტარები