პატარა კაცუნების გამონათქვამებზე მე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ანრი ოხანაშვილმა იცის, რა არის მომსახურების ზონა? ჯერ გაერკვა ამ პარლამენტის ლაბირინთებში და საერთოდ, პოლიტიკაში? ამ პატარა კაცუნების გამონათქვამებზე მე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ. ვიდრე ფერებისა და ღილაკების, კაბინეტებისა და თანამდებობების გარკვევაში არიან ოხანაშვილ-ზარდიაშვილ-მდინარაძეები, მანამდე ჩვენი საზოგადოება ღელავს, რომ ცუდი პროექტია, რომელიც მათ დააინიცირეს, უნდათ, პარლამენტი იუსტიციის საბჭოდ აქციონ. ძალიან ცუდია, პარლამენტს წაართვა არჩევანის საშუალება და გადასცე იუსტიციის საბჭოს, რომელმაც ლამის დაანგრია დეკემბრიდან დაწყებული მმართველი პარტია. ამის შემდეგ რომ ვერ მიხვდები, რომ ასეთი კანონპროექტი არ უნდა შემოიტანო, რომელიც დაწერეს იუსტიციის საბჭოს ე.წ. ბიჭებმა, როგორც მათ უწოდებენ. ამაზე მძიმე პოლიტიკური ფასი იქნება გადასახდელი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.