ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე მეუღლესთან ერთად დაკითხვაზე დაიბარეს.
„ჩემი მეუღლე პირველად არის დაბარებული. მე რამდეჯერმე ვიყავი. მითხრეს, რომ რაღაც დეტალების დაზუსტება უნდოდათ. მეუღლეს, ალბათ, გამოკითხავენ სახლში ჩატარებული ჩხრეკის ამბავს. ვფიქრობ, ე.წ. ფოტოგრაფების საქმე მალე დასრულდება და ნათელი მოეფინება ყველაფერს. ყოველ შემთხვევაში, თითოეულ ჩვენგანს ამის იმედი გვაქვს“, – აღნიშნა გია აბდალაძემ.
კომენტარები