საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე დარწმუნებულია, რომ მოსამართლეების შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე გამოძიება ობიექტურად წარიმართება.
„პირველივე დღიდან, როდესაც გაჟღერდა ეს თემები, რა თქმა უნდა, პროკურატურის მოლოდინი იყო, რომ ყველა პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე ითანამშრომლებდა გამოძიებასთან და ასეც მოხდა. გუშინდელი მდგომარეობით, ფაქტიურად, თითქმის ყველა მოსამართლემ მიაწოდა მათ ხელთ არსებული ინფორმაცია გამოძიებას. დღესაც გაგრძელდება შეხვედრები და ყველა მოიქცევა ისევე, როგორც მოიქცა გიორგი პაპუაშვილი“, – განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ.
კომენტარები