საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც 226 მსჯავრდებული შეიწყალა.
ამათგან, 154 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს, მათ შორის, 8 ქალბატონი და 1 არასრულწლოვანი. დანარჩენ 72 მსჯავრდებულს, რომელთაგან 3 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანია, შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება სხვადასხვა ფორმით.
„2016 წლის 18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 1 585 პირის საქმე.
ზემოაღნიშნულ პერიოდში, შეწყალების საკითხთა კომისიის მუშაობის შედეგად, 2016 წლის 1 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულია 226მსჯავრდებული”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ.
პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და 154 შეწყალებული დღესვე დატოვებსსასჯელაღსრულების დაწესებულებებს.
პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა
2016/08/01 12:43:22
კომენტარები
ნანახია: 1668 ჯერ