დაპირისპირება არ არის, ჩვენ ყველა ვიბრძვით გამარჯვებისთვის, – ასე უპასუხა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ჟურნალისტების კითხვას, რომლის თანახმად, ზუგდიდის შტაბში დაპირისპირებას აქვს ადგილი.
სანდა რულოვსის თქმით, გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა აღნიშნული ბუნებრივი პროცესია.
„რა თქმა უნდა ხანდახან არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს ბუნებრივია. ჩვენ ყველანი ერთი მიმართულებით ვმუშაობთ, ყველა ადამიანს ყავს თავისი წრე, მხარდამჭერი. ყველას აქვს თავისი ფუნქცია, დადებითი წარსული და ჩვენ ყველა ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე აღებული”, – აცხადებს სანდრა რულოვსი.
კომენტარები