მიმართვა !!!
საქართველოს ყველა მოქალაქეს. დიდსა და პატარას. ქალსა და კაცს. ჩვენს სახელოვან ომისა და შრომის ვეტერანებს. ახალგაზრდობას, რომლებიც აქტიურად მეხმაურებიან ფეისბუქზე, ბეჭდურ თუ ელექტრონულ მედიაში.
მივმართავ კომუნისტური პარტიის ნამდვილ წევრებს და მათ, ვინც ნანობს პარტიული ბილეთისა და მისი აქტიური ცხოვრების ნაწილის სანაგვეზე გადაგდებას.
მივმართავ ჩემს ძვირფას სტალინელებს – 2019 წლის 6 მაისს 15:00 საათზე რუსთაველის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში გიწვევთ შეხვედრაზე, სადაც ბევრ ახალ ამბებსა და ბევრ უცნობ დოკუმენტურ კინო კადრებს ნახავთ სტალინზე, ძველ თუ ახალ ცხოვრებაზე.
მოვუწოდებ მედიას, ოპოზიციურს თუ პოზიციურს, მობრძანდნენ თეატრში და თვალყური მიადევნონ იმ კონტრასტებს, რომლის არათუ კონტურებს იხილავენ, ფაქტის წინაშეც კი დადგება საზოგადოება და მაყურებელი.
საუბარი იქნება იმაზედაც თუ – „პეტრე პირველის ევროპისაკენ გაღებული ფანჯარა როგორ მიხურა თავის დროზე გენიოსმა მწერალმა დოსტოევსკიმ“.
მოდით! ერთად ვიზეიმოთ ფაშიზმზე გამარჯვება და ერთად დავგმოთ მისი აღორძინება.
გრიგოლ ონიანი