ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს მოუწოდებს სოციალურ ქსელში წერის ნაცვლად, პირდაპირ ესაუბროს დონალდ ტრამპს რომელიც ირანის წინააღმდეგ ომის ახალ ფაზას ამზადებს.
„წაგებული მოთამაშის ენერგიაა. მაგიდიდან ვერ დგები. ბოსი ომის შემდეგ ფაზას ამზადებს, ამერიკა კი „ისრაელი პირველ რიგში“ ხრამის პირას ბარბაცებს. TED- talk-ზე საუბარი შეწყვიტე. რატომ არ ეუბნები ამას შენს ბოსს?“, – წერს ღალიბაფი.
ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არჩევნებში რესპუბლიკელთა დამარცხების მიზეზი ირანში ომია.
მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპმაც განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხზე ირანთან ომმა, დიდი ალბათობით, გავლენა მოახდინა, თუმცა აღნიშნა, რომ იმავე გადაწყვეტილებას კვლავ მიიღებდა.
