პოლიტპატიმარი დათო გაიხარაშვილი პოლიციამ სიკვდილს გადაარჩინა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზაზა დავითაია წერს.
“დათო გაიხარაშვილს წუხელ სულზე მიუსწრო პოლიციამ. გადარჩა, მაგრამ მძიმედაა. საავადმყოფოშია გადაყვანილი. მადლობა – გერმანიაშისაქართველოს საკონსულოს, რომელიც ოპერატიულად დაგვეხმარა, რათა დათოს სახლში სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოგვეძახებინა. მადლობა გიო გაბედავას, რომელმაც დათო თვითმკვლელობის წინ სატელეფონო საუბარში შეიყოლია და დრო გააჭიანურა. მადლობა ერთ გოგონას, რომელმაც დროულად მომიძებნა საკონსულოსთან დასაკავშირებელი ტელეფონები. ამ ადამიანებმა ქმედითი დახმარება გამიწიეს – კაცი გერმანიაში იდგა სიკვდილის წინაშე და მე აქედან, თბილისიდან ვცდილობდი გადარჩენას, თან შუაღამით…
მადლობა თქვენ, ყველას, მეგობრებო! რომლებიც შეწუხდით დათოს ბედით, ლოცულობდით მისთვის და გვგულშემატკივრობდით. დეტალებს შემდეგ მოგიყვებით. იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება. დათო ისევ გადასარჩენია! მთავარია, თვითმკვლელობის განმაპირობებლი მიზეზები აღმოვფხვრათ!” – წერს დავითაია.
