საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს ბრიუსელში გამოეხმაურა.
“არ უნდა მივცეთ საშუალება პროვოკატორებს, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს – დემოკრატიის მაღალ ხარისხს”, – განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერმა.
„არამხოლოდ ზუგდიდში, არამედ ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ისე, როგორც ამას ვაკეთებდით ყოველთვის, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება სხვადასხვა პროვოკატორებს ჩრდილი მიაყენონ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს, დემოკრატიის მაღალ ხარისხს, ბუნებრივია თუ ვიღაცა დაარღვევს კანონს მასზე რეაგირება იქნება შესაბამისი და მკაცრი,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კომენტარები
