ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილისა და გია აბაშიძის გუშინდელ ეთერს ეხმაურება.
„თურმე ორდიპლომიან ექსპერტ-ტელეწამყვანი ხუხაშვილი მარტო ამ წოდებებით არ კმაყოფილდება, როგორც ვხედავ, კაი ბიჭის სახელიც მონდომებია. მაგრამ “კაი ბიჭები”, თუ ქალაქში გაუვლია ბატონ გიას, ეგრე არ უზრდელობენ. თუ ეს კაცი „მომავალზე” (არა ბიზნეს-პოლიტიკურზე) ფიქრობს, ძალიან დუგვიანდა. “კაი ბიჭობას” დიდი დრო და შესაბამისი ცხოვრების წესი სჭირდება.
მე ხუხაშვილის არც დიპლომებისა და არც ექსპერტობის თუ ანალიტიკოსობის შეფასებას არ ვაპირებ. ერთს კი ვურჩევ (თვითონ, ფაქტია, არ იცის) – ორდიპლომიანებიც და, მით უმეტეს, “კარგი ბიჭებიც” არ უნდა უზრდელობდნენ. საწყენია, როცა ჩემთვის პატივსაცემი „ტვ პირველსა” და დიანა ტრაპაიძის გადაცემას ასაკიანი პიონერები გვარამიას გადაცემას ამსგავსებენ. როდესაც ტელეწამყვან-ანალიტიკოსი და თანაც ორდიპლომიანი ხარ, ფაქტებით უნდა ილაპარაკო. ტელეგადაცემაში სტუმრად მიწვეული ზრდილობიანი კაცის შეურაცხყოფა თუ გინდა, ისიც უნდა იცოდე, მაგისთვის სხვა ადგილი არსებობს და სხვა „სპროსიც”, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“.
ცნობისთვის, გუშინ „ტვ პირველზე” გადაცემას „ღამის ამბები დიანა ტრაპაიძესთან და გია ხუხაშვილთან ერთად” ექსპერტი გია აბაშიძე სტუმრობდა.
“თურმე ორდიპლომიან ექსპერტ-ტელეწამყვანი ხუხაშვილი მარტო ამ წოდებებით არ კმაყოფილდება”
2019/05/17 00:50:23
კომენტარები
ნანახია: 634 ჯერ