“მე მხარს ვუჭერ ქალბატონ სანდრას და ვუსურვებ ღირსეულ გამარჯვებას, რაშიც ვარ დარწმუნებული, დიდი სხვაობით უგებს მეტოქეს. გისურვებ გამარჯვებას ქალბატონო სანდრა, მე მარტო ეს შემიძლია”, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.
“მე ძირითადად ერთი მწარე და აუტანელი ტკივილი მაწუხებს, რაზეც ჯერ სახელმწიფოსგან პასუხები არ მაქვს. ჯერჯერობით ვერ შევძელი და ვაგრძელებ ჩემს და ჩვენს ერთობლივ ბრძოლას იმისთვის, რომ დავიცვა თემირლანის სიმართლე და დავიცვა ისევ ამ ქვეყნის ახალგაზრდობა. ვიცი, იმედდაკარგული, ხელებჩამოშვებული თუ შევწყვეტ ამ ბრძოლას, შემდგომში არავის პრესპექტივა და სურვილი არ ექნება, იბრძოლოს ბოროტების წინამღდეგ. ვიცი. გაჩნდება ეჭვი აგერ მაჩალიკაშვილს არაფერი გაუვიდა, ამიტომ ჩვენ ერთად მივალთ იმ სიმართლემდე.
ქისტებს მოვუწოდებ. ჩვენი ადგილი აქ არის, სადაც მე ვდგავარ. ჩვენ არ ვერევით არჩევნებში. ჩვენ არსად ვაპირებთ წასვლას, ჩარევას არა სამართლიანი გზით. ჩვენ აქ დაველოდებით გამარჯვებასაც და სამართალს და ჩემი თხოვნა იქნება თითეულისთვის, არ მივცეთ პროვოკაციაზე წამოგების საშუალება, არ არის საჭირო – თუ ჩვენგან ვინმე მხარს ვუჭერთ შუალედურ არჩევნებში ნებისმიერ პარტია,ს ჩავიდეთ ადგილზე და იქ გამოვხატოთ. ვუსურვოთ წარმატებები ჩვენივე ოჯახებიდან”, – წერს მაჩალიკაშვილი.