თბილისში, #1 მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნების მეორე ტური არაუგვიანეს 13 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მიქელაძის ინფორმაციით, არჩევნების საბოლოო შედეგების დასათვლელად საოლქო საარჩევნო კომისიებს ვადა 30 მაისამდე აქვთ.
„საარჩევნო პროცედურები გრძელდება. ახლა მიმდინარეობს როგორც საბოლოო შედეგების დამუშავების, ისე – საჩივრების განხილვის პროცესი. კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა შეაჯამონ კენჭისყრის შედეგები არაუგვიანეს კენჭისყრის დღიდან მე-11 დღისა, რაც არის არაუგვიანეს 30 მაისი“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
რაც შეეხება მეორე ტურის გამართვის თარიღს – კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული პროცედურები კენჭისყრის დღიდან 25 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. ცესკო-ს პრესსპიკერის განმარტებით, მეორე ტურის გამართვისთვის საკანონმდებლო ჩანაწერით, ბოლო ვადა 13 ივნისია.
ცესკო – თბილისში მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია
2019/05/20 13:18:10
ნანახია: 509 ჯერ