ეს კლიპი იყო ჩაწერილი ხუმრობით და არანაირად არც შარჟი არ ყოფილა – ეს განცხადება 51- ე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა გააკეთა. მშობლები 51-ე სკოლაში მომხდარ დაპირისპირებას პრესკონფერენციით გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ კლიპს დაპირისპირებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
მათ ასევე ისაუბრეს გარკვეულ ზეწოლაზე სკოლაში, რის გამოც, კლიპიდან ზოგიერთი მონაკვეთი ამოიჭრა.
“ქურდულად” – ეს იყო უბრალოდ შარჟი და ამ სიტყვის ზუსტი განმარტება, რა თქმა უნდა, არ იყო გამოყენებული. ეს იყო უბრალოდ ბავშვური დამოკიდებულება. რაც შეეხება მეორე ბავშვს, რომელიც ამბობს “ობშიაკზე” – ეს ბავშვიც არის ძალიან წარჩინებული მოსწავლე. “ობშიაკის” ფულში კი იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ ლობიანის და კოკა-კოლას საყიდელი ფული”, – განაცხადა რუსუდან ჩაჩანიძემ და დასძინა, რომ “ობშიაკის ფული” – ასეთი ტერმინი შესაძლოა, თავად გამოუყენებია.