ჟურნალისტმა ნინი ჯაფარიძემ, რომელსაც მშობიარობის შემდეგ გული გაუჩერდა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მეუღლეს წერილი დაუტოვა.
როგორც “2020NEWS”-ს ოჯახის ახლობელმა უამბო, “ნინი ჯაფარიძემ იცოდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შვილის გაჩენა არ შეიძლებოდა, მაგრამ ამ ნაბიჯზე მაინც წავიდა. ექიმი აფრთხილებდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. დედობის სურვილი გარდაუვალი სიკვდილის შიშმაც ვერ შეაცვლევინა”.
“ნინისთვის ცნობილი იყო, რომ მისთვის ფეხმძიმობა რისკის შემცველი და სიცოცხლისთვის სახიფათო იყო, თუმცა ჟურნალისტი ამ ნაბიჯზე მაინც წავიდა. ნინიმ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ოჯახის წევრებს წერილები დაუტოვა – დედას, მამას, მეუღლეს, ყველას გამოემშვიდობა. მეუღლისთვის დატოვებულ წერილში წერია: აუცილებლად მოიყვანე ცოლი, კარგი გოგო, რომ ჩვენს შვილს კარგი დედობა გაუწიოს. ბავშობაში ნინიმ გულთან დაკავშირებული რთული ოპერაცია გადაიტანა. მისთვის მშობიარობა არაფრით არ შეიძლება. მან ეს ამბავი იცოდა და არავის უმხელდა…“ , – გვიყვება ოჯახის ახლობელი.